გალაკტიონ ტაბიძე–ქართული პოეზიის მარგალიტი და მისი უიღბლო სიყვარულის ისტორია
ოლია ოკუჯავამ და გალაკტიონმა ერთმანეთი 1912 წელს ქუთაისში გაიცნეს.მაშინ ოლია ქუთაისის წმ.ნინოს სასწავლებელში სწავლობდა.
"..ქუჩაში მოვდიოდი, გალაკტიონი და ტიციან ტაბიძე ერთად მოდიოდნენ, გალაკტიონი რომ დავინახე მივხვდი, რომ ცხოვრება ტანჯვად გადაიქცეოდა.."წერს თავის ჩანაწერებში ოლია.

"..სულ ვხედავდი, როგორ დადიოდა თავისი შარფით განმარტოებული.ის სხვებს სრულიად არ გავდა, თუნდაც თავის ბიძაშვილს.."-წერდა ოლიას მასზე.
მიუხედავად იმისა, რომ ოლიას მამა გალაკტიონთან ურთიერთობას უკრძალავდა მათ 1916 წელს ჯვარი დაიწერეს.ახალგაზრდებს დიდხანს როდი დასცალდათ ბედნიერი ცხოვრება, 1920-იან წლების ბოლოს საბჭოთა კავშირში ძველი ბოლშევიკების დევნა დაიწქყო.პირველად ოლიას ძმა-მიხეილ ოკუჯავა დააპატიმრეს, შემდეგ 1929 წელს გადაასახლეს გალაკტიონის მეუღლე.
სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ეტრფოდა ოლია გალაკტიონს..
არსებობს რამდენიმე ვერსია გალაკტიონის სხვა ქალებით გატაცებისა და ამას მოწმობს არაერთი ლექსი.ოლიას შემდეგ არსებობდა მის ცხოვრებაში ქალები, რომლებსაც ის ცოლებად მოიხსენიებდა, მაგრამ რეალურად მის ცხოვრებაში ნამდვილად არსებობდა სიყვარული ძალიან ძლიერი რაც მას ოლია ოკუჯავასთან აერთიანებდა.
1959 წლის 17 მარტს, პოეტმა სისრულეში მოიყვანა თავისი განზრახვა, რომელიც ოლიას დაღუპვის შემდეგ მოსვენებას არ ძლევდა..საღამოს 6 საათზე, ვაკის სამკურნალო კომბინატის მეოთხე სართულიდან გადმოხტა და გარდაიცვალა...

წყარო: http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/96015-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C-%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%91%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98-%E1%83%A3%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%98/85/user:%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%20%E1%83%9F%E1%83%A6%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98:show:channel

Comments
Post a Comment