- Get link
- X
- Other Apps
Posts
გია ყანჩელი
- Get link
- X
- Other Apps
"მე გამოვიარე საკმაოდ ხანგრძლივი ცხოვრება. თუ მივაღწიე, წელს 84 წელი შემისრულდება. ჯერ მინდა მოგიყვეთ იმაზე, თუ რას მოვესწარი. დარწმუნებული ვარ, ბევრი ჩემი კოლეგა ინატრებდა ასეთ ბედ-იღბალს. მე ურთიერთობა მქონდა მსოფლიოში სახელგანთქმულ დირიჟორებთან, შემსრულებლებთან, მოვიარე თითქმის მთელი მსოფლიო და მოსმენილი მაქვს ჩემი მუსიკა საუკეთესო საკონცერტო დარბაზებში. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ ამ ყველაფრის ჩამოთვლას, რადგან ეს დიდ დროს წაგვართმევს, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი შეიძლება შეფასდეს, როგორც ბედნიერი ცხოვრება. ჟურნალისტები ძალიან ხშირად მეკითხებიან – თუ ასე ბედნიერი ბრძანდებით, რატომ წერთ ასეთ ტრაგიკულ მუსიკას? მე ვპასუხობ: თქვენ გნებავთ, რომ უბედური ვიყო და დავწერო ხალისიანი მუსიკა? ტრაგიკულ მუსიკას იმიტომ ვწერ, რომ მიუხედავად ჩემი ასეთი ბედნიერი ცხოვრებისა, გარშემო რაც ხდება, ჩემს სამშობლოში, მსოფლიოში, არასო...
- Get link
- X
- Other Apps
შენ აღარ გიყვარვარ!არავის არ ვუყვარვარ ქვეყანაზე!უკეთესია,რომ მოვკვდებოდე!სიკვდილი კი თითქოს ამბობს:გალაკტიონ ტაბიძე,შენ ჯერ არ მოკვდები,კიდევ ბევრ რამეს გააკეთებო!ვნახოთ,ვნახოთ!მე მთელ დედამიწას დუელში ვიწვევ!ვნახოთ რა იქნება!ვნახოთ. ამ წერილს კაფეში ვწერ.შემოვიდა გრ. ლაღიძე და ყველას სალამი მისცა ჩემს მეტს.ვნახოთ,ვნახოთ,ვნახოთ.მეორე დღეა ქუთაისში ვარ და არავინ არ მინახავს.ვნახოთ,ვნახოთ... ოლკინ,ძვირფასო ოლკინ!რატომ მაწვალებ ასე,რატომ მეჩხუბები?ხომ იცი,რომ შენს მეტი არავინ არ მყვარებია და არც მიყვარს? მშვიდობით ოლია. გალაკტიონ ტაბიძე {30 ნოემბერი,1916 წ} {ქუთაისი}
გალაკტიონ ტაბიძე–ქართული პოეზიის მარგალიტი და მისი უიღბლო სიყვარულის ისტორია
- Get link
- X
- Other Apps
ოლია ოკუჯავამ და გალაკტიონმა ერთმანეთი 1912 წელს ქუთაისში გაიცნეს.მაშინ ოლია ქუთაისის წმ.ნინოს სასწავლებელში სწავლობდა. "..ქუჩაში მოვდიოდი, გალაკტიონი და ტიციან ტაბიძე ერთად მოდიოდნენ, გალაკტიონი რომ დავინახე მივხვდი, რომ ცხოვრება ტანჯვად გადაიქცეოდა.."წერს თავის ჩანაწერებში ოლია. "..სულ ვხედავდი, როგორ დადიოდა თავისი შარფით განმარტოებული.ის სხვებს სრულიად არ გავდა, თუნდაც თავის ბიძაშვილს.."-წერდა ოლიას მასზე. მიუხედავად იმისა, რომ ოლიას მამა გალაკტიონთან ურთიერთობას უკრძალავდა მათ 1916 წელს ჯვარი დაიწერეს.ახალგაზრდებს დიდხანს როდი დასცალდათ ბედნიერი ცხოვრება, 1920-იან წლების ბოლოს საბჭოთა კავშირში ძველი ბოლშევიკების დევნა დაიწქყო.პირველად ოლიას ძმა-მიხეილ ოკუჯავა დააპატიმრეს, შემდეგ 1929 წელს გადაასახლეს გალაკტიონის მეუღლე. სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ეტრფოდა ოლია გალაკტიონს.. არსებობს რამდენიმე ვერსია გალაკტიონის სხვა ქალებით გატაცებისა და ამას მოწმობს არაერთი ლექსი.ოლიას შემდეგ არსებობდა მის ცხოვრებაში ქალები, რომლებსაც ის ცოლებად მოიხსენიებდა, მაგრამ...